ხელვაჩაურის სამკერვალო ფაბრიკაში 45 თანამშრომელი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა.
მოწამლული ადამიანები ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს, მათი მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა.
თანამშრომლების ინფორმაციით, საწარმოს მზა საკვებს კერძო კომპანია აწვდის, რომელსაც დასაქმებულები ადგილზე მიირთმევენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ობიექტებს ამოწმებენ, ლაბორატორიული კვლევისთვის კი ნიმუშები უკვე აიღეს.
მათი განცხადებით, ინტოქსიკაცია დაფიქსირდა შპს “Fast track Textile”, სადაც 400 ადამიანია დასაქმებული და არის ორგანიზებული კვება. მზა საკვების მიწოდებას ახორციელებს “ანკარა ქეითერინგი”.