ხელვაჩაურის სუს-ის ყოფილი უფროსი გარდაცვლილი იპოვეს

ხელვაჩაურის სუს-ის ყოფილი უფროსი, გენად სურმანიძე გარდაცვლილი იპოვეს.  როგორც ცნობილია  სურმანიძე ბათუმიდან ჩაქვში საცხოვრებელ სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.