შპს “ხელვაჩაურის წყლის” ყოფილი უფროსი, ვლადიმერ მიქელაძე, ციხეში სასჯელის მოხდის დროს გარდაიცვალა. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს და წერს, რომ გამოცემას ფაქტი ადვოკატმა დაუდასტურა.
შემთხვევა გუშინ 11 სექტემბერს მოხდა.
ადვოკატის თქმით, ვლადიმერ მიქელაძე 68 წლის იყო და ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებდა.