მაშველებმა ხელვაჩაურში მეწყერში მოყოლილი მე-3 გარდაცვლილი იპოვეს. კვლავ ეძებენ მეწყერში მოყოლილ მამა-შვილს.
ადგილზე 200-მდე მაშველი-მეხანძრეა მობილიზებული, სამშველო ოპერაციას უამინდობა უშლის ხელს.
გვიან ღამით ხელვაჩაურში მეწყერმა სახლი წაიღო, სადაც 3 ადამიანი იყო. დაკარგულად ითვლებოდა სახლთან მდგარ მანქანაში მყოფი ორი მოქალაქეც.