ძლიერი წვიმის შედეგად ხელვაჩაურში მეწყერი ჩამოწვა. “მთავარი არხის” ინფორმაციით, სოფელ ჯოჭოში მიწის მასის ქვეშ 4 ადამიანი მოჰყვა. მათი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
მეწყერმა მოიყოლა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი და ავტომანქანა.
ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაზე ცენტრალური გზა და რამდენიმე მაღაზია დაიტბორა.