დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპრატამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი საზოგადოებას ხელთათმანების გამოყენებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. როგორც ზახაშვილი აცხადებს ხელთათმანები ისევე ისვრება როგორც ჩვენი საკუთარი ხელები და ხელთათმანის გამოყენებას ჯობს ხელები ვიბანოთ ხშირად.
- „ხელთათმანების გამოყენებისას ფრთხილად იყავით, არ ჩათვალოთ, რომ რადგან ხელთათმანი გიკეთიათ უსაფრთხოდ ხართ.
- ხელთათმანი ისევე ისვრება, როგორც ჩვენი ხელები და თუ არ მოხდა ხელთათმანის ხშირი ცვლა, იგივე საფრთხეებს შეგიქმნით ხელთათმანი, რასაც თქვენივე დაბინძურებული ხელები.
- უმჯობესია ხელი ხშირად დაიბანოთ, ვიდრე ხელთათმანი გამოიყენოთ გამოცვლის გარეშე, მთელი დღე გეკეთოთ ერთი და იგივე დაუმუშავებელი ხელთათმანი და ამით გაზარდოთ თქვენი ჯანმრთელობისთის რისკები“, – განაცხადა ზახაშვილმა.