ხელისუფლებამ აკრძალოს საარჩევნო ჯიხურში მობილური ტელეფონის შეტანა – ანა დოლიძე

მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე ხელისუფლებას მიმართავს, საარჩევნო უბნებზე ტელეფონების შეტანა აკრძალოს.

მისი თქმით, ამით ამომრჩევლები გავლენიან პირებს აღარ ჩააბარებენ ანგარიშს, თუ რომელი ნომერი შემოხაზეს ბიულეტინზე.

„ამ შიშზე საუბრობს ყოველი მეორე ამომრჩეველი, რომ უძლურნი არიან ზეწოლის ამ ბერკეტის წინაშე. თუ ხელისუფლებას აქვს რეალური სურვილი, რომ ასეთი არაპირდაპირი მეთოდით არ მოახდინონ ზეწოლა ამომრჩეველზე, მარტივია ამ პრობლემის გადაწყვეტა. საარჩევნო ჯიხურში აკრძალოს მობილური ტელეფონის შეტანა, ასეთ ვითარებაში ყველა ამომრჩეველს ეხსნება შიში სკოლის დირექტორების, ამხანაგობის თავმჯდომარეების, „ძველი ბიჭების“ და სხვა გავლენიანი პირების წინაშე, რომ ანგარიში ჩააბაროს, რომელი ნომერი შემოხაზა ბიულეტენზე.

არგუმენტი, რომ ეს არ არის აღსრულებადი და ხელისუფლებას ამის გაკეთება არ შეუძლია, არის უბრალოდ თავის გამართლება იმისათვის, რომ გამოიყენონ ტელელოფნი და ბიულეტენზე სურათის გადაღება როგორც საშუალება ამომრჩეველზე ზეწოლის,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.