ელენე ხოშტარია ამბობს, რომ “ქართულმა ოცნებამ” ივერი მელაშვილის წინააღმდეგ კოორდინირებული კამპანია დაიწყო. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და პოსტს, 100-ზე მეტ დამადასტურებელ ფეისბუქ-პოსტის სქრინს ურთავს.
”წარმოგიდგენთ 100ზე მეტ სქრინს, სადაც აღბეჭდილია ქართული ოცნების მიერ კოორდინირებული და ორგანიზებული კამპანია ივერი მელაშვილის წინააღმდეგ.
1. ვიდეო რომელსაც ტვირთავენ არის იდენტური ყველა პოსტში ანუ ერთი ადამიანის მოჭრილი და ინსტრუქციად გაგზავნილი ასატვირთად
2. მესიჯები მსგავსი ან იდენტური: გარეჯი საქართველოა (ვითომ ვინმე ამბობს რომ არა), კონტექსტიდან ამოჭრილი მელაშვილის სიტყვები, ლანძღვა, თავდასხმა, გაზიარების მოწოდება.
3. ანუ ერთი და იგივე დროს უცებ საქართველოს მასშტაბით სახელწმიფო მოხელეებმა, ზუსტად ერთი და იგივე წამებში ვიდეო მოჭრეს, ერთნაირად და ერთდროულად გაბრაზდენ და ‘იცავენ სამშობლოს”
რუსთავი, ყვარელი, ქუთაისი, ბოლნისი, ცაგერი, გარდაბანი, საჩხერე, ბათუმი, კასპი, ვანი, ჩხოროწყუ, ხობი, ზუგდიდი, თბილისი, წყალტუბო, ოზრუგეთი, მარნეული… სახელწმიფო მოხელეები, საკრებულოები, მერიები, აიპები და სიპები.
გარდა ივერი მელაშვილზე თავდასხმისა, ეს დაორგანიზებული გზავნილი ემსახურება მგრძნობიარე, პატრიოტულ თემაზე ტყუილზე დაფუძნებით კონფლიქტის გაღვივებას, რაც კიდევ უფრო საშიშია.
მესმის ადამიანების, ვინც უნებლიედ წამოეგო პროვოკაციას, თუმცა ყველა დავფიქრდეთ, რას ემსახურება ოცნების მორიგი პროვოკაცია და კარგად დავფიქრდეთ სანამ დასკვნებს გამოვიტანთ და სისტემის მსხვერპლს დავესმხებით თავს .” – წერს ხოშტარია.