ხელისუფლებამ პრორუსულ საიტებზე აგვისტოში 7 611 ლარის რეკლამა განათავსა

ქართულმა ოცნებამ, პრორუსულ საიტებზე  2021 წლის აგვისტოში,7611 ლარის ინტერნეტრეკლამა განათავსა  – ინფორმაციას ამის შესახებ აი ფაქტი ავრცელებს.

““Მარშალპრესზე” მმართველმა პარტიამ, მხოლოდ აგვისტოში 4,130 ლარის ინტერნეტრეკლამა განათავსა. ვებგვერდი პრორუსულ, ყალბ და პროპაგანდისტულ ამბებს ავრცელებს.

Სულ ინტერნეტრეკლამებში “ოცნებამ” აგვისტოში 247 ათასი ლარი დახარჯა.

შენიშვნა: პოსტის თავდაპირველ ვერსიაში ნახსენები იყო, რომ პარტიამ რეკლამა განათავსა “ნიუსფრონტის” გვერდზეც, რაც შეცდომაა. ბოდიშს ვუხდით მკითხველს ამ შეცდომისთვის.”- წერს ”აი ფაქტი”.