“ჩვენ მთელი დღის განმავლობაში გასულები ვართ იმ ლოკაციებზე საიდანაც ყრიან ამ ადამიანებს [ უკრაინელებს]. 2300 ადამიანი იყო, აქედან დაახლოებით, 1000-მა ან მეტმა თავისი ფეხით დატოვა ქვეყანა, ფაქტობრივად, ომის დროს ისინი საქართველოდან განვდევნეთ. ახლა დაახლოებით დარჩენილია 1000მდე ადამიანი. გონიო-ქობულეთიდან გამოგვყავს 21 ოჯახი. ამჟამინდელი მონაცემებით, თბილისის სხვადასხვა სასტუმროებიდან 30 ოჯახი გამოგვყავს და უნდა გადავანაწილოთ სხვადსხვა სასტუმროებში ან ოჯახებში. დღის ბოლოს ჩვენ გვექნება სრული სურათა იმისა თუ რამდენი ადამიანი ითხოვს ელემენტარულ პირობებს.”
აცხადებს პარტია “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია. ხოშტარიამ საზოგადოებასა და ბიზნესსექტორს ლტოლვილების დახმარებისკენ მოუწოდა.