“ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებისას ხმების გადათვლის საკითხი არც კი განიხილება”- ამის შესახებ, გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს.
“გირჩის პოზიცია თავიდანვე იყო ის, რომ სამართლებრივი გზებით გასვლა იმ შედეგებზე, რომელიც ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, უბრალოდ შეუძლებელია, ამიტომ გადათვლა მოლაპარაკების მაგიდასთან განხილვის საგანი აღარც არის.რთული საუბარი იყო, თუმცა, შევთანხმდით იმაზე, რომ ლაპარაკს გავაგრძელებთ. ხელისუფლების და ოპოზიციის პოზიციები საკმაოდ შორს არის ერთმანეთისგან”. – თქვა მან ფორმულასთან.
აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის დასრულების შემდეგ მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ თალაკვაძეს მათთან კონკრეტული შეთავაზება ჰქონდა, თუმცა, ეს შეთავაზება აღმაშფოთებელი იყო. ბადრი ჯაფარიძემ კი თალაკვაძის შეთანხმებას მიუღებელი უწოდა. მათ დეტალებზე არ ულაპარაკიათ.