“სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს. სასამართლომ თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით, მთავარია მიხეილ სააკაშვილი არ იყოს სასამართლო დარბაზში. სასამართლომ თქვა, რომ სუს-ის მონაჭორზე, ცხვარიაშვილის გამონაგონზე დაყრდნობით პროცესებს წარმართავს მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე.

მე მინდა მივმართო ქართულ საზოგადოებას: მთელი 9 წელი ჩვენ გვკვებავდნენ მითით, რომ მიხეილ სააკაშვილს აგებინებდნენ პასუხს, გვკვებავდნენ მითით, როგორი საშიში დამნაშავე იყო მიხეილ სააკაშვილი და დღეს ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც არ შეუძლია მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გასამართლება. ჩვენ ვხედავთ ხელისუფლებას, რომელსაც აკანკალებს მიხეილ სააკაშვილის საზოგადოების წინაშე გამოჩენაზე. ჩვენ ვხედავთ სასამართლო სისტემა როგორ არის მოშლილი და რეაგირებენ მხოლოდ და მხოლოდ პიროვნულ, სრულიად უმნიშვნელო საკითხებზე, მაგრამ გლობალურ საკითხებზე, კანონდარღვევის საკითხებზე, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის საკითხებზე მათ არანაირი რეაქცია არ აქვთ.

ვხედავთ პროკურორებს, რომლებიც არიან ქცეული უბრალოდ დავალების შემსრულებლებადაც კი არა, სუსის მესიჯების გამტარებლებად, რომ დაედგათ სცენა, ვითომ პროკურატურა ითხოვდა დისტანციურად პროცესის გამართვას და ვითომ სასამართლო შეეწინააღმდეგა”

თქვა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ.