”ხელისუფლებას აქვს განცდა რომ უკანონობის გაკეთებას არაუშავს” – ასე ეხმაურება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველი შოთა თუთბერიძე სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან რუსთავის ციხეში გადაყვანას. ამის შესახებ თუთბერიძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
”ხელისუფლებას აქვს განცდა რომ უკანონობის გაკეთებას არაუშავს რადგან გასდით და არაფერი არ ხდება და ჩვენ ამას შევეჩვიეთ რომ ხელისუფლება საზიზღრობებს სჩადის ყოველდღიურად მათ შორის ყველა დონეზე. იქ საკრებულოს წევრი გაიტაცეს, იქ საკრებულოს წევრი მოკლეს ფაქტობრივად, იქ სკოლის დირექტორის დაშინება სცადეს და ეს ქალბატონი გარდაიცვალა, იქ ვიღაცას რაღაცა ჩაუდეს, იქ რაფავა დაიჭირეს. ამ ყველაფერს შეეჩვია ხელისუფლება რომ არაფერი არ ხდება ხოლმე, გარდა იმისა რომ სოციალურ ქსელებში ბოღმას ანთხევენ მოქალაქეები.”- განაცხადა თუთბერიძემ.