“გირჩს გვინდა, რომ ჩვენი ხაზი გვქონდეს და ხელისუფლება გირჩულად შევაწუხოთ კვირებისა და თვეების განმავლობაში. ეს არ იქნება კონკრეტული ერთი აქტივობა.

ჩვენ აღარ ვცნობთ ამ ხელისუფლებას ლეგიტიმურად. ვთვლით, რომ უზურპირებული აქვთ ძალაუფლება და უზურპირებული ძალაუფლების წინააღმდეგ ყველაფრის უფლება გაგვაჩნია. ამიტომ გირჩი ჩვენს კრეატივს ჩავრთავთ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად შევავიწროვოთ და გავაბითუროთ”

ამბობს გირჩი – მეტი თავისუფლების წევრი ცოტნე კობერიძე ფორმულასთან საუბრისას.