ევროპის პრესისა და მედიის თავისუფლების ცენტრი ხელისუფლებას მიმართავს ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას დაცვას თხოვს. ამის შესაზებ ორგანიზაციამ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“ჩვენ მკაცრად ვგმობთ ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას სავარაუდოდ, პოლიტიკური მოტივით მკვლელობის მცდელობას საქართველოში. ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ, რათა დაიცვან ის. არცერთ ჟურნალისტს არ უნდა ემუქრებოდეს ან შეექმნას საფრთხე მისი სამუშაოს შესრულებისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.
We strongly condemn the alleged assassination plot of #journalist Giorgi Gabunia in #Georgia. And ask Georgian authorities to do everything in their power to protect him. No journalist must be threatened or put at risk for doing their job. #SafeJournalists #journalismisnotacrime https://t.co/E7pPnqT1Uq
— ECPMF (@ECPMF) June 23, 2020
15 ივნისს, მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა. გვარამიას თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო. ნიკა გვარამიამ ასევე განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა საქმე საქართველოს მთავრობას გადმოსცეს, ქართულმა მხარემ ეს “დიდი ლობის” პროვოკაციად ჩათვალა.