“ხელისუფლებას მისცა შანსი, გადმოდგას ნაბიჯი და წამოვიდეს მოლაპარაკებაზე”- ასე აფასებს, ძალა ერთობაშაიას წევრი, თამარ კორძაია გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციას პროცესის მოლაპარაკებების მაგიდასთან გადატანისკენ მოუწოდა.
“ეს არის ბატონი გრიგოლის პერსონალური აზრი, რაც ასევე გასათვალისწინებელია ყველა ჩვენგანისთვის. მაგრამ, რაც მთავარია, გასათვალისწინებელია ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ, ჩვენ ახლა მოვისმინეთ არჩილ თალაკვაძის მშვიდი ტონით გაკეთებული განცხადება, რომ ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ქართველი ხალხის ნებას. ეს ნება რომ გამოუცნობი გახადა “ქართულმა ოცნებამ” და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაანადგურა ყველა შანსი, სწორად იქნას დათვლილი ხმები. ეს ავიწყდება”. – თქვა მან ტვ “პირველის” ეთერში.
ძალა ერთობაშიას ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ განცხადება გაავრცელა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, პროცესები ქუჩიდან მოლაპარაკებების მაგიდაზე იქნას გადატანილი: