ხელისუფლებას მოვუწოდებ, დააკმაყოფილოს მძარცველის მოთხოვნები – ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი მძარცველის მოთხოვნას ეხმიანება და ამბოს, რომ ისინიც ამას ითხოვენ.

“ჩვენც ამას ვითხოვთ წლებია”
1. აზარტული თამაშების აკრძალვას
2. ბანკებში სესხის წლიური მაქსიმალური ზღვარი 7 პროცენტი
3. პენსიონერებისთვის წამლები ხელმისაწვდომ ფასებში
ხელისუფლებას მოვუწოდებ დააკმაყოფილოს მძარცველის მოთხოვნები”,– წერს შალვა ნათელაშვილი.

წერეთლის გამზირზე ერთ–ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში მამაკაცი შეიჭრა და 9 მძევალი აიყვანა. ამ დროისთვის ადგილზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს.