ხელისუფლებას პანიკურად ეშინია სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის – ადვოკატი

”ხელისუფლებას პანიკურად ეშინია სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის”- ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი პენიტენციური სამსახურის განცხადებას ეხმაურება/

“როდემდე უნდა გამოიყენოს პენიტენციურია სამსახურმა სუს-ის ბოდვა არგუმენტად. ამ “საქმეზე” გამოძიება დაწყებულია 1 თვეზე მეტია და გარდა გაუგებარი ჩანაწერებისა, არაფერი მოგვისმენია. არც ერთი რეალური, ქმედითი ღონისძიება არ გვინახავს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან. და ვერც ვნახავთ. ეს გამოძიება ზუსტად ამიტომ დაიწყეს – ჯერ ერთი, ეს იყო წინააარჩევნო კამპანიის ნაწილი, ახლა კი კარგად გამოიყენეს სააკაშვილის სასამართლო პროცესზე არმიყვანის “გასაპრავებლად”. ფაქტია, რომ ხელისუფლებას პანიკურად ეშინია მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებაში გამოჩენის და ყველაფერს აკეთებს, რომ მათ შორის საკუთარ სასამართლო პროცესებში არ მიაღებინონ მონაწილეობა, რაც არის წარმოუდგენელი რამ”. – აცხადებს ადვოკატი. ​