ხელისუფლებას პოლიტიკური ბულემია სჭირს, ოპოზიციის დაჩაგვრის შანსს ხელიდან არ უშვებს – ამის შესახებ პოლიტიკურმა ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
„ერთი მხრივ, ოპოზიცია ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს – ის ძალიან მერყევი და ცვალებადია თავისი მოქმედებების ტაქტიკაში. მეორე მხრივ, ხელისუფლებას სჭირს პოლიტიკური ბულემია, რომელსაც, შანსი რომ უჩნდება, ძალაუფლების არცერთ ნამცეცზე უარს არ ამბობს და ოპოზიციის დაჩაგვრის შანსს ხელიდან არ უშვებს. ხელისუფლება ასე არ უნდა მოქცეულიყო. ეს არის მოცემულობა, რომელშიც ძალიან კარგად ჩანს მთელი პოლიტიკური ელიტის კრიზისი – როგორც ოპოზიციური, ასევე სახელისუფლებო.
„ქართულ ოცნებას“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შემდეგ სისტემურად არაფერი შეუცვლია. ბიძინა ივანიშვილმა საერთოდ არაფერი შეცვალა. მისი ამოცანა, რომელიც, სამწუხაროდ, გვიან გავარკვიე, არ იყო სისტემური ცვლილებები. მისი ამოცანა იყო სისტემის გადმობარება. მისი ამოცანა იყო წაერთვა მისთვის ძალიან მოსაწონი სისტემა მიშასთვის, იგივენაირად დაეტოვებინა და კიდევ უფრო განევითარებინა მთელი თავისი მანკიერებით და სისუსტეებით. ივანიშვილმა უბრალოდ აიღო იგივე და განავითარა – მას ის არცერთი მიმართულებით შეუცვლია“, – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.