“ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა, ყველაზე მარტივი გზა რევოლუცია არის “- ამის შესახებ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა. ალეკო ელისაშვილის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არც პლებისციტი უნდა და არც ვადამდელი არჩევნები, მას უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება და ამისთვის ყველაზე მარტივი გზა არის “რევოლუცია”
„სააკაშვილს არც პლებისციტი უნდა, არც ვადამდელი არჩევნები, არც პოლიტიკური მართლმსაჯულების ცვლილება, არც საარჩევნო სისტემის რეფორმა, არაფერი აინტერესებს ობიექტურად. ამ კაცს ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა. მისთვის ყველაზე მარტივი გზა არის ამოყირავება – რევოლუცია. მას უნდა იმ ძალაუფლების დაბრუნება, რომელიც დაკარგა. ეს იმისთვის უნდა, რომ შური იძიოს იმ ხალხზე, ვინც მანამდე ძალაუფლება დააკარგვინა, ზურგი აქცია და ა.შ. რევანშისთვის უნდა, დანარჩენი მისთვის არაფერი საინტერესო არ არის. რაც ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მისთვის საინტერესო არ არის. შარშან ამბობდა, პროპორციული ვისაც უნდა, სულელიაო. არადა მთელი ქვეყანა ვიბრძოდით იმისთვის, რომ პროპორციული გვქონოდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.