რუსი ჟურნალისტი მაქსიმ შევჩენკო, რომელსაც საქართველოს ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული, ამბობს, რომ თბილისში იმყოფებოდა, – ამის შესახებ მან საკუთარ გადაცემაში განაცხადა.კრემლის იდეოლოგი, ქვეყანაში შემოვიდა ისე, რომ მას არც კორონავირუსის პანდემიის აკრძალვა და მითუმეტეს, არც ოკუპაციის შესახებ კანონი არ შეეხო.”ქართული ოცნების” ხელისუფლება უარყოფს რაიმე კავშირს ამ ვიზიტთან. ვინ შემოიყვანა საქართველოში შევჩენკო ამის შესახებ არაფერი იცის არც საგარეო საქმეთა მინისტრმა
როგორც შევჩენკომ აღნიშნა, საქართველოში განჯაში ყოფნის შემდეგ ჩავიდა, საზღვრის გადაკვეთაში კი ქართული მხარე დაეხმარს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებაში კარგი ნაცნობები ჰყავს.
შევჩენკო ამბობს, რომ ვიზიტი დახურული ფორმატის იყო და ის რამდენიმე პოლიტიკოსსაც შეხვდა:
“განჯაში ყოფნის დროს დავურეკე ჩემს მეგობრებს საქართველოში. ვუთხარი: გენაცვალეთ, ახლოს ვარ და მინდა ჩაგეხუტოთ, მაგრამ ვიცი, პანდემია გაქვთ და შემოსვლას ალბათ ვერ შევძლებ. მითხრეს, მოიცა ახლავე მოვაგვარებთ რამეს… მე საქართველოს ხელისუფლებაშიც მყავს კარგი ნაცნობები. მითხრეს: მოდი ჩვენთან, გვიხარია შენი ნახვაო. საზღვარზე რაღაცები შეავსეს, ალბათ საათნახევარი გავჩერდი, რაღაცები მოაგვარეს და აი უკვე თბილისში აღმოვჩნდი. ბოდიში მინდა მოვუხადო ჩემს მეგობრებს, რომ არ გავაფრთხილე, მაგრამ ეს იყო ერთგვარი დახურული ფორმატის ვიზიტი, კომუნიკაცია მქონდა რამდენიმე პოლიტიკოსთან”, – განაცხადა მაქსიმუმ შევჩენკომ.