ქართული ოცნება არჩევნების გადადებაზე უარს ამბობს. ამ საკითხზე პარტიის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“დავალება ჰქონდათ მიცემული, რომ შეექმნათ საინფორმაციო ფონი და საბაბი იმისათვის, რომ ნაციონალურ მოძრაობასა და ზოგადად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ იმ არჩევნების მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც სიტყვა რეფერენდუმსაც იყენებენ. შესაბამისად, ჩვენ ამის შესახებ საზოგადოებას ვუთხარით და ეს ინფორმაცია დადასტურდა, ისინი ეძებენ საბაბს, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს მათ მაინც მოუწევთ”, – განაცხადა მან.