“ეს ხელისუფლება ისე წაიყვანს საქმეს, რომ მას დაამხობენ, ხალხი დაამხობს ამ ხელისუფლებას. თუმცა არც თქვენ და არც მე და არც არავის ეს არ გვინდა, გვინდა, რომ მშვიდობიანად განვითარდეს მოვლენები და არჩევნებს რაღაცა აზრი დარჩეს. თუ ესენი გაბედავენ და 20-ვე ადგილზე დაიწერენ გამარჯვებას, ესენი დაემხობიან. ეს არ არის ჩემი მოწოდება დამხობისკენ, თორემ შეიძლება ხვალ ციხეშიც ამოვყო თავი, არ გამიკვირდება. მოწოდება არ არის არა იმიტომ რომ ან ციხის მეშინია ან ხელისუფლების, უბრალოდ მართლა არ მინდა ეს ასე მოხდეს, იმიტომ რომ ეს არის ქვეყნისთვის ცუდი, თორემ ეს ხელისუფლება ამას ნამდვილად იმსახურებს.  ამიტომ ვაფრთხილებ ხელისუფლებას, როგორც ქვეყნის გულშემატკივარი ადამიანი, არ გააკეთონ ეს”

ამბობს ნინო ბურჯანაძე ტვ პირველის ეთერში.