ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ზაზა გახელაძის ოჯახხს ხელისუფლება აშინებდა და ოპოზიციასთან კომუნიკაციას უშლიდა.
“ჩვენ გვქონდა მწვავე პროტესტის სურვილი ამ საკითხზე, თუმცა პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ ხელისუფლება მათ აშინებდა რომ არ გაკარებოდა ოპოზიციას. მე არ ვამბობ, რომ ოპოზიცია არის ხსნა, მაგრამ საკითხის მიჩუმება, როდესაც არი შენი ამოცანა, მაშინ შენ ნამდვილად ვერ მიაღწევ შედეგს.
ახლა, უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, უმაღლეს დონეზე, აშშ-სთან კომუნიკაციით, ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციით მოითხოვონ ამ ადამიანის გამოშვება და შეწყვიტონ საკითხის მიჩუმება”, – ამბობს ელენე ხოშტარია.
დღეს ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს.