ხელისუფლება იძულებული გახდა, თამარ ჟვანია გადაეყენებინა – მინაშვილი

“ხელისუფლება იძულებული გახდა, თამარ ჟვანია გადაეყენებინა”-ენმ-ის  წევრის, აკაკო მინაშვილის თქმით, თამარ ჟვანიას ცენტალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა “დაატოვებინეს”.

“ცხადია, რომ თამარ ჟვანიას თანამდებობა დაატოვებინეს. საზოგადოებრივი წნეხის შედეგად, საერთაშორისო პარტნიორების, პარტიების, სამოქალაქო აქტივისტების ზეწოლის შედეგად, ქართული ოცნება იძულებული გახდა, რომ გადაეყენებინა თამარ ჟვანია.

თამარ ჟვანია რომ მათ პოლიტიკურ ხაზს იზიარებდა ეს ყველა მიმართულებით ცხადი იყო. ყველაზე კარგად ეს დავების განხილვის თემაში გამოჩნდა 2020-ის არჩევნების შემდეგ, როდესაც აბსოლიტური უმრავლესობა საჩივრების ტექნიკური მიზეზებით არ მიიღო ცესკომ.

თქვენ ნახეთ განსხვავებაც განცხადებებს შორის – ერთი კვირის წინ ქალბატონი ჟვანია ამბობდა, რომ ის არ აპირებდა გადადგომას და მის უკან სიმართლე იყო, სინამდვილეში, ამ წნეხის შედეგად მოუწიათ ამ ნაბიჯის გადადგმა”, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.