“შუაღამეს, 8-9 საათის მერე ქურდულად უპირებდნენ გადაყვანას. ორი ბადრაგი შეუშვეს, უთხრეს რომ ახლა თურმე უნდა ჩაალაგო და წახვიდე, და რის საფუძველზე?! როცა ექიმების პოზიცია ვიცით, რომ პრობლემაა, მის პირად ექიმებს არ უშვებდნენ. ფაქტია, რომ გრძელდება პრეზიდენტ სააკაშვილის წამება და ყველა ხერხს მიმართავს ხელისუფლება, რათა პრეზიდენტ სააკაშვილის ლიკვიდაცია მოხდეს. თუ სააკაშვილი დაიწყებს შიმშილობას, მართლა ძალიან დიდი რისკი იქნება, რომ მის სიცოცხლეს შეექმნას საფრთხე, სავარაუდოდ, აქეთკენ უბიძგებენ პრეზიდენტ სააკაშვილს. ის კი არა, რომ რეაბილიტაცია გაატარონ”

აცხადებს ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, აპირებდნენ მის გადაყვანას გორის ჰოპიტლიდან, რა დროსაც გონება დაკარგა და მისი დატოვება გადაწყდა.