“ჩემთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომელზეც ვეტყვი ჩვენს პარტნიორებს, ეს არის ნინოწმინდის პანსიონში მიმდინარე მოვლენები. შემიძლია ვთქვა, რომ აწამებენ ბავშვებს. ჩვენ არ ვიცით რა ხდება, ვიცით, რომ 4 საქმეა აღძღული, რაზეც პასუხები დღემდე არ არსებობს. საპატრიარქო რასაც უნდა, იმას აკეთებს ამ ქვეყანაში, ჩვენ გვაქვს სახელმწიფო სახელმწიფოში და ეს ჩვენმა პარტნიორებმა განსაკუთრებით მკაფიოდ უნდა გაიგონ.

2006 წელს დაიწყო რეფორმები ბავშვების კეთილდღეობისთვის და დღეს ჩვენ კიდევ გვაქვს დახურული დაწესებულება. ეს ხელისუფლება ხმას ვერ იღებს, შეშინებული დგას და უყურებს, როგორ აწამებენ ბავშვებს”

აცხადებს “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი, ხათუნა სამნიძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონზე.