“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია, პრემიერ გახარიას მიმართავს, რომ მოქალაქეებს საპენსიო ფონდში დაგროვილი საკუთარი ფული დაუბრუნონ, რატა ოჯახების ფინანსური წესრიგი არ ჩამოიქცეს.
“რა პოლიტიკური უტიფრობაა, რომ ასეთი გაჭირვების დროს ხალხს ეუბნებით – თქვენს ფულს არ გაძლევთ, იმიტომ, რომ თქვენზე ჭკვიანები ვართ, როდის უნდა დახარჯოთო. რა პასუხი გაქვთ ამ კითხვაზე?
იქნებ დაფიქრდეთ, რომ ყოველი დღე დღეს, როცა მოქალაქეები შეიძლება გაკოტრდნენ, მათი ოჯახების ფინანსური წესრიგი ჩამოიქცეს, მერე ძალიან ძნელი ამოსაქაჩი იქნება ქვეყნისთვის. ეგრე კი არ არის, რომ ჩამოიქცევა წესრიგი მერე ეკონომიკა გაცოცხლდება და ისინი გადარჩებიან. არ არის ეგრე. თუ ერთხელ მოირღვა, მერე ათჯერ მეტი რესურსი და ენერგია სჭირდება ადამიანს, რომ ამოქაჩოს თავისი ცხოვრების დონე, თავისი შვილების განათლება”,- ამბობს ბოკერია.
ის ასევე აღნიშნავს, რომ მთავრობამ გადასახადები უნდა შეამციროს და პრობლემები ხელისუფლებიდან წასვლამდე “მაოხრებელი გზირივით” არ დატოვოს.
“ახლა ჭირდება დახმარება და ყოველი დღე, როცა თქვენ არ ეხმარებით გადასახადების შემცირებით, არის პოლიტიკური დანაშაული. მესმის, რომ შეიძლება ნელ-ნელა ეგუებით, რომ ხელისუფლებაში აღარ იქნებით რამდენიმე თვეში. ეგ თავისთავად კარგია, მაგრამ მაოხრებელი გზირივით რომ წახვალთ, კი არ უნდა დატოვოთ ეს პრობლემები, თუ პოლიტიკაში ყოფნა გინდათ საერთოდ. გაგვეცით პასუხი კონკრეტულად — რატომ არ წევს გადასახადებს დაბლა, როცა ჩვენი ზომის ქვეყნებშიც კი ბევრ სხვას აქვს ჩვენი ზომის გადასახადები, ამ გაჭირვების დროს”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.