“ხელისუფლებისკენ სიარული დინების საწინააღმდეგოდ სიარული არ არის”-ამის შესახებ ნინო გოგუაძემ ფორმულას ეთერში, გადაცემა “კომენტარში” ისაუბრა.
”ალეკო ელისაშვილმა თქვა, მეო დინების წინააღმდეგ ვიარეო, ასე მოვედიო, ლამის, გმირად გამოიყვანა თავი. აქედან, მინდა ვუთხრა ყველას, ხელისუფლებისკენ სიარული დინების საწინააღმდეგოდ სიარული კი არ არის, ხელისუფლებასთან დაახლოვება საკუთარი სიმყუდროვის მოწყობისკენ გზა არის, ეს არის გზა კონფორმიზმისა და უპრინციპობის. “-განაცხადა გოგუაძემ.