“მე ვუშვებ, რომ თუ სააკაშვილი დეპრესიულია, დეპრესიის მიზეზი არის არა ციხეში ჯდომა, ციხეში ჯდომა პოლიტიკოსისთვის საერთოდ არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას. მე პოლიტიკოსები ვიცოდი, რომლებიც “ჩალიჩობდნენ”, რომ პოლიტიკური სტატუსის მისაღებად ციხეში მჯდარიყვნენ. […]

პრობლემა არის საკუთარი შეცდომები. ნებისმიერი ადამიანისთვის ყველაზე ეფექტური მკვლელი არის საკუთარი ფატალური შეცდომები, საკუთარი შეცდომები ბევრად უფრო ადვილად უღებს ბოლოს ნებისმიერ ადამიანს. შეიძლება ხელისუფლის ამოცანა ესეც იყოს – ხელისუფლის ამოცანა მისი მკვლელობა არ არის, თვითმკვლელობამდე მიყვანა შეიძლება იყოს. თვითმკვლელობამდე მიყვანა ზუსტად ამ გზით ხდება. ამაშია პრობლემა”

ამბობს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პალიტრანიუსის ეთერში მიხეილ სააკაშვილზე.