„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, ეს არის  შალვა რამიშვილის მიმართ ორკესტრირებული, პოლიტიკური შეტევა, რომელიც დაიგეგმა კეზერაშვილის მიერ. „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე კი შალვა რამიშვილზე საუბრისას ამბობს, რომ “სასამართლოს გარეშე ადამიანების გასამართლებას არ ეთანხმება.

„ესე იგი მთელი სახელისუფლო პროპაგანდა მუშაობს იმაზე, რომ სასამართლოს მიერ სექსუალურ შევიწროებაში ორგზის გამტყუნებული კაცი გაამართლონ იმით, რომ იმავე სასამართლოს მიერ ორგზის სექსუალური შევიწროების მსხვერპლად აღიარებული ქალი გამოაცხადონ ბოზად.

აი, ხელისუფლების ასეთი მორალური დეგრადაცია არათუ არ მინახავს და არ მსმენია, არამედ ყველაზე ველურ ფანტაზიებშიც კი არ წარმომედგინა.

და ამ პროპაგანდაში ვინც მონაწილეობს ამა თუ იმ ფორმით, იმ ხალხზე რა ვთქვა, არ ვიცი. რამდენსართულიანი გინებაც არ უნდა დავწერო, ოდნავ მიახლოებულადაც არ მეჩვენება იმასთან შედარებით, რასაც იმსახურებენ, ამიტომ არაფერს არ დავწერ და ერთდერთი ყველას ვუსურვებ შალვა რამიშვილთან ხანგრძლივი კასტინგის გავლას“,<

ამის შესახებ, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს./blockquote>