“ხელისუფლების ლიდერებმა დაადანაშაულეს ევროკავშირის ელჩი, ეს შეცდომაა “- ამის შესახებ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა, ფორმულასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელის მიმართ სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების ლექსიკა “დიდი შეცდომაა”. კუბილიუსი ამბობს, რომ ელჩმა ჰარცელმა დიდი ენერგია ჩადო საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტისთვის.
“სამწუხაროდ, ქართული ოცნების ლიდერებმა, მათი გვარები ცნობილია ყველასთვის, დაადანაშაულეს ევროკავშირის ელჩი ჰარცელი. ეს არის დიდი შეცდომა, მისი დადანაშაულება მიუღებელია”, – ამბობს კუბილიუსი ევროკავშირის ელჩზე და მოუწოდებს პოლიტიკურ აქტორებს შეწყვიტონ ბრძოლის რეჟიმში საქმიანობა.
“პირველ რიგში პასუხისმგებლობა მმართველ პარტიაზეა”, – ამბობს კუბილიუსი და თეა წულუკიანის მიერ ნიკა გვარამიას ნომრის საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოცხადებას “არასწორი საქციელს” უწოდებს.