როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკური კავშირები, ბიზნესი იქნება აუცილებლად თავისუფალი, ეს არის ურყევი პრინციპი, რომელსაც იცავს ჩვენი ხელისუფლება 2012 წლიდან მოყოლებული, ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას 2012 წლის შემდეგ არის სწორედ ეს, რომ ბიზნესი გათავისუფლდა და ბიზსენი არის სრულად თავისუფალი.

რა თქმა უნდა, ამ პრინციპს დავიცავთ ურყევად, ვისთანაც არ უნდა იყვნენ დაკავშირებული კონკრეტული კომპანიები პოლიტიკური თვალსაზრისით, ყველა კომპანია იქნება თავისუფალი და ყველა კომპანიას ექნება ბიზნესის თავისუფლად წარმოების საშუალება, მთავარია რომ ჩვენ მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი საზოგადოება კარტელური გარიგებებისგან.

ასე უპასუხა ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტის დასმულ კითხვას, იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი სადისტრიბუციო კომპანიის უკან მამუკა ხაზარაძე დგას.