ხელისუფლების მიზანია ბრიუსელში ვიზიტის გადაგორება, მერე ააყირავებს მაგიდას – ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ მოლაპარაკების მაგიდას ააყირავებს.

“ვფიქრობ, ხელისუფლების კონსტრუქციულობანას თამაშის ერთადერთი მიზანია ბრიუსელში ვიზიტის უპრობლემოდ გადაგორება და მერე ისევ ააყირავებენ მაგიდას. ნუ, თუ ოპოზიცია ამ ხაფანგში თავს ყოფს, ეს მისი არჩევანია”,– წერს ხუხაშვილი Facebook–ზე.

ცნობისთვის, ქართული ოცნების შარლ მიშელის წარმომადგენელთან შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დღეს გაერთიანებული შეხვედრა არ შედგება, დიალოგი კი ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაგრძელდება.