სამშაბათი, 7 მაისი , 2024, 04:57

“ხელისუფლების პასუხისმგებლობაა სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვა” – საფრანგეთის ელჩი

საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

“ჩვენ რამდენჯერმე ვთქვით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და ღირსები დაცვა და ამ სიტუაციას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ ვსაუბრობთ ევროპულ სტანდარტებზე და სწორედ სტანდარტებია, როდესაც პატიმრის უფლებები დაცულია, როდესაც მას აქვს წვდომა თავის ადვოკატთან, როდესაც ჰყავს მკურნალი ექიმები, რომლებსაც ის ენდობა. სახალხო დამცველმა გააკეთა შეთავაზებები, ის ცდილობს იპოვოს გამოსავალი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოსავალი მოიძებნოს”, – თქვა საფრანგეთის ელჩმა.