“2 ოქტომბრის არჩევნებს ატარებენ ესენი [სუს-ი], არავინ მოიტყუოს თავი, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია არის ორგანო, რომელიც არჩევნებს ატარებს, ისინი უბრალოდ იქნებიან შედეგების გამფორმებლები, მაგრამ არჩევნებს ამ ქვეყანაში ატარებს სუს-ი. ესენი არიან ყველგან, ყველგან არიან შემძვრალი, ადამიანის ცხოვრებაში. ამათმა იციან ყველაფერი თქვენ შესახებ, იციან, რას ჭამთ, რას სვამთ, რა მოგწონთ, რა არ მოგწონთ, ყველა თქვენი სუსტი წერტილი იციან და ამ სუსტი წერტილის გამოყენებით ცდილობენ, რომ ძალაუფლება შეუნარჩუნონ ივანიშვილს და იმ რეჟიმს, რომელიც ახლა არის საქართველოში.
მათ შორის, კანდიდატების უდიდესი ნაწილი არის სუს-ის ხალხი, ან მათგან დავერბოვკებული დამიანები. ეს არის რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. 2 ოქტომბერს ამათი დამარცხების ერთადერთი გზა არის რწმენა. უნდა დაიჯეროთ ყველამ, რომ ეს ქვეყანა არ არის განწირული, რომ იყოს წუმპე. ჩვენ შეგვიძლია, ამ ქვეყნისგან გავაკეთოთ უკეთესი ქვეყანა.
მთავარი იარაღი, რაც არის თქვენს ხელში, ეს არის თქვენი ხმა. 2 ოქტომბერს არ დაიზაროთ, როგორც არ უნდა შეგაშინონ, მოატყუეთ, რომ გეშინიათ, რაც არ უნდა შემოგთავაზონ, გამოართვით ნებისმიერ რამ, როგორც არ უნდა დაგემუქრონ, აჩვენეთ, რომ ვითომ შეშინებული ხართ, მაგრამ 2 ოქტომბერს მიდით და შემოხაზეთ ნებისმიერი პარტია, გარდა 41 ნომრისა, რომ დამთავრდეს და არჩევნების შემდეგ, როდესაც ჩვენ გავალთ ხელახალ არჩევნებზე, ეს ხელისუფლება შეიცვლება ყველა შემთხვევაში მომავალ წელს და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პირველი, რაც უნდა დაინგრეს, არის ეს – სუს-ი, უნდა დაინგრეს, ისევე, როგორც შესაცვლელია სასამართლო სისტემა და შინაგან საქმეთა სამინისტრო.
არ შეიძლება ამ ქვეყანაში მოსმენები გრძელდებოდეს და ადამიანებს ეშინოდეთ თოფიანი ხალხის და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ვინც ამის წინააღმდეგ წავა, ის იქნება პირველი ნაბიჭვარი”
განაცხადა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან.