“ხელიხელჩაკიდებულებმა გავაკეთოთ ყველაფერი ისე, რომ ევროპული ქვეყანა მივიღოთ “- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.
”2022 წელი იქნება საინტერესო აღმშენებლობის თვალსაზრისით. ცხადია, ვაპირებთ იმის გაკეთებას, რა დაპირებებიც გავეცით. ეს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ვერ გაკეთდება, ამას გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა, 2022 წელი იქნება ის წელი, როდესაც ჩვენ ვიწყებთ ამ პროექტების განხორციელებას.
ახალი შემართებით, ახალი ენერგიით, ენთუზიაზმით უნდა მივხედოთ ჩვენს ქალაქს, უნდა მივხედოთ ჩვენს ქვეყანას და ერთად, ხელიხელჩაკიდებულებმა გავაკეთოთ ყველაფერი ისე, რომ ევროპული დედაქალაქი და საბოლოო ჯამში, ევროპული ქვეყანა მივიღოთ.” – განაცხადა თბილისის მერმა.