“ხელოვნურად ხდება ფაქტების დაფარვა “- გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე დაზარალებულებდა და ბრალდებულებს გამოძიებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ოჯახი ამ დრომდე ელოდება ექსპერტიზის დასკვნას, რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია 19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალება.
“ვგულისხმობ გიორგის მიმართ გამოდევნების ბოლო ეტაპს, სადაც ფიგურირებენ “ტოიოტა ქამრიდან” გადმოსული 6 ადამიანი და პლიუს ამას, იცით, რომ დაზარალებულებიც არიან. მე საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ აქ ხელოვნურად ხდება რაღაცების დაფარვა და გამოძიებისთვის არასწორი ჩვენებების მიცემა… მე მათ ვაძლევ გარანტიას, რომ მოვიკლავ თავს დანარჩენი მტკიცებულებების შეგროვებისთვის, რომ შემდგომში სიმართლე არ დაიკარგოს,” – განმარტა ნიკოლაძემ.