ხელს მოვაწერ პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევას – პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის რიგგარეშე სხდომას იწვევს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.

“საჭიროდ მიმაჩნია, ნებისმიერ ფორმატში, ეს იქნება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა თუ გაფართოებული უსაფრთხოების საბჭო, გამოვხატოთ ყველამ ერთად, რომ ვდგავართ მთელი ერი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გვერდით და მშვიდობის მხარეს. მაცნობეს, რომ შემოვიდა რიგგარეშე სხდომის თხოვნა ჩემთან და ვაპირებ, რომ ხელი მოვაწერო”, – თქვა ზურაბიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ეს დღე ტრაგიკულია საქართველოსთვის და ყველა მშვიდობის მოყვარე ერისთვის მსოფლიოში

ზურაბიშილის განცხადებით, მზადაა, საქართველო წარმოადგინოს ყველა იმ ფორმატში, სადაც უკრაინის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.