„ნაცმოძრაობას ეხვეწებოდა მთელი მსოფლიო და მოუწოდებდა, რომ ხელი მოეწერათ ამ შეთანხმებისთვის, მათ ეს პრინციპულად არ გააკეთეს. ჩვენ ვამბობდით, რომ მათ მოუწევდათ ხელის მოწერა, მოუწიათ, ოღონდ გვიან.
ხელშეკრულება არის ანულირებული და მასზე ხელის მოწერა არის თავის გაბითურება და ხალხის გაბითურების მცდელობა, რაც არ გამოუვა არცერთ პოლიტიკურ პარტია, მით უმეტეს „ნაციონალურ მოძრაობას“. თუ ასეთი დაბალი წარმოდგენა აქვთ საზოგადოებაზე, რომ ამ ხელმოწერით რამეს მიაღწევენ და პიარულ სვლას გააკეთებენ, ეს არის არასწორი წარმოდგენა საზოგადოებაზე. პოლიტიკური ფარსია, რაც მათ ჩაიდინეს“
ასე ეხმიანება მამუკა მდინარაძე ენმ-ს გადაწყვეტილებას, ხელი მოაწეროს 19 აპრილის შეთანხმებას.