ივანიშვილის ხელწერა ვიცანი, კობახიძეს ვინ ეკითხება – ბესელია ღარიბაშვილზე

ქართული ოცნების ყოფილი თანაგუნდელის, ეკა ბესელიას თქმით, მან ღარიბაშვილის პრემიერად წარდგენაში ბიძინა ივანიშვილის ხელწერა იცნო.

მისივე განცხადებით, ირაკლი კობახიძეს “არავინ ეკითხება”.

“ეს არ არის ქართული ოცნების არჩევანი, მე ხელწერა ვიცანი ივანიშვილის. კობახიძეს ვინ ეკითხება ახლა, პრემიერის… მე ხელწერა ვიცანი და ის რომ კობახიძე ამას ვერ გადაწყვეტს, ამას დიდი ფიქრი და ოცნების ანატომიის ცოდნა არ სჭირდება. ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია, ბოლო საყრდენი ფორმალური ლეგიტიმაციის გახარიას სახით ქართულ ოცნებას გამოეცალა”,– თქვა ეკა ბესელიამ ფორმულას ეთერში.

გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი დღეს დატოვა. დღესვე ქართული ოცნების პოლიტსაბჭო შეიკრიბა და პრემიერობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.