ხეობაში რეპრესიული მოქმედებები გამძაფრდა – გოლეთიანი აქტივისტის დაკავებაზე

“ხეობაში რეპრესიული მოქმედებები გამძაფრდა”- ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აქტივისტ ირაკლი მუკბანიანის დაკავებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ ხეობაში რეპრესიული მოქმედებები გამძაფრდა.

“ვხედავთ, რომ გამძაფრდა რეპსრეიული მოქმედებები რიონის ხეობაში, რაც უკავშირდება ჩვენი თანამებრძოლის ამ ფორმით დაპატიმრებას, რომ დაადგა მას რამდენიმე მიკროავტობუსი სპეცრაზმი სახლში, როდესაც ამის საჭიროება საერთოდ არ არსებობდა. ჩვენთვის რომ მოემართა, პრობლემა არ იყო, მივიდოდა ირაკლი, სადაც უნდა მისულიყო, ეს ყველამ იცის, მაგრამ დაშინების მეთოდს მიმართეს და პროვოკაციაზე წამოაგეს ის ადამიანები, ვინც იქ იყვნენ შეკრებილები”, – თქვა გოლეთიანმა.