ხერსონიდან გასვლა რუსეთის არმიის დიდ პრობლემებზე მიუთითებს – ბაიდენი

მოსკოვის განცხადებაზე ხერსონიდან გასვლის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმაც ისაუბრა: მისი თქმით, ეს მოსალოდნელი იყო და რუსეთში არსებულ პრობლემებზე მიუთითებს.

„პირველ რიგში, ჩემთვის საინტერესოა, რომ ისინი არ ჩქარობდნენ ამ გადაწყვეტილების მიღებას, ჩვენ კი უკვე დიდი ხანია ვიცოდით, რომ მიიღებდნენ მას – არჩევნების დასრულებამდე(აშშ–ში). და ეს გადაწყვეტილება იმის დასტურია, რომ მათ, რუსეთის არმიას დიდი პრობლემები აქვთ“, – განაცხადა ბაიდენმა ოთხშაბათს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.