ხერსონიდან რუსების გასვლა მორიგი სტრატეგიული მარცხის ნიშანია – ბენ უოლესი

ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლასმა რუსული არმიის ხერსონიდან და მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან გაყვანას “სტრატეგიული მარცხი” უწოდა.

უოლესის თქმით, ხერსონის აღება იყო ერთადერთი სტრატეგიული მიზანი, რომლის მიღწევაც რუსეთის არმიამ ომის დასაწყისშივე შეძლო.

”ახლა, როდესაც მას [ქალაქი] თმობენ, რუსეთში ჩვეულებრივმა ხალხმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა: ”რატომ მოხდა ყველაფერი?” უკანონო შეჭრის შედეგად რუსეთის არმიამ განიცადა დიდი დანაკარგი ცოცხალი ძალით და მიაღწია მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციას და დამცირებას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ბენ უოლესის თქმით, უკრაინა გააგრძელებს წინსვლას და დიდი ბრიტანეთი და საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს მის მხარდაჭერას.

“მართალია, რუსების უკან დახევა გვახარებს, საფრთხე,სათანადოდ უნდა შევაფასოთ საფრთხე,  რომელიც კვლავ მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, “ – თქვა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა.