“ხერსონის მიმართულებით რთული ვითარება გვაქვს” – ამის შესახებ, უკრაინაში მოქმედი რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაურმა, სერგეი სუროვიკინმა, სამთაბრობო-პროპაგანდისტული არხი Россия 24-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ხერსონში იერიშები მიაქვთ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ სახლებზე.
“მოცემული მიმართულებით განვითარდა რთული ვითარება. ხერსონში მოწინააღმდეგეს მიზანმიმართულად მიაქვს იერიშები ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ სახლებზე. HIMARS-ის რაკეტებით დაზიანებულია ანტონოვსკის ხიდი და კახოვკას ჰიდროელექტრო სადგურის წყალსაცავი, რომლის მიმართულებით მოძრაობაც შეწყვეტილია. […] ჩვენი შემდეგი გეგმები და მოქმედებები, თავად ქალაქ ხერსონთან დაკავშირებით, დამოკიდებული იქნება შექმნილ სამხედრო-ტექნიკური სიტუაციაზე. […] ვიმოქმედებთ შეგნებულად, დროულად, არ გამოვრიცავთ რთული გადაწყვეტილებების მიღებასაც”. – განაცხადა სუროვიკინმა.