ხერსონის ადმინისტრაციის შენობა ოკუპანტებმა დაიკავეს

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქის სამთავრობო ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. ინფორმაციას ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გენადი ლაგუტა Facebook-ზე ავრცელებს.

მისივე განცხადებით, აგრძელებს მოვალეობის შესრულებას.

“ოკუპანტებმა სრულად დაიკავეს ხერსონის ოლქის სამთავრობო ადმინისტრაციის შენობა, თუმცა ჩვენ არ შეგვიწყვეტია მოვალეობის შესრულება. რეგიონული ოპერატიული შტაბი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, აგრძელებს მუშაობას და გადაწყვეტს აქტუალურ საკითხებს რეგიონის მცხოვრებთა დასახმარებლად. ველოდებით ჰუმანიტარულ დახმარებას.

გთხოვთ, არ დაიჯეროთ ყალბი ინფორმაციები და არ ინერვიულოთ. ჩვენ ვმუშაობთ ოპერატიული შტაბის დებულების შესაბამისად”,- განაცხადა გენადი ლაგუტამ.