უკრაინული არმია უკვე ხერსონის საზღვრებს მიადგა

უკრაინელმა სამხედროებმა 10 კილომეტრზე მეტით წაიწიეს წინ ზაპოროჟიედან მელიტოპოლის მიმართულებით. ამის შესახებ ქალაქის მერი ივან ფიოდოროვი საუბრბს.

მისი თქმით, უკრაინულმა არმიამ მნიშვნელოვნად წაიწია წინ ხერსონის მიმართულებითაც და უკვე ქალაქის საზღვრებთან იმყოფება.

“დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში, უახლოეს კვირებში ქალაქი ხერსონი გათავისუფლდება ჩვენი გმირი სამხედროების მიმართ“– ამბობს ის.

როგორც რეგიონული ლიდერი აცხადებს, უკრაინული არმიის წარმატებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დასავლური შეიარაღების მიწოდებამ.

“ის უკიდურესად ზუსტია და გამარჯვებასთან გვაახლოებს. იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში შეიარაღება საკმარისად იქნება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქების დეოკუპაცია მოხდეს“– ამბობს ფიოდოროვი.

შეგახსენებთ, რომ ხერსონის მიმართულებით ბოლო პერიოდში უკრაინული არმიის წარმატების კვალდაკვალ უკრაინის ადგილობრივი ხელმძღვანელობა ხერსონის ოლქის მოსახლეობას მოუწოდებს წავიდნენ იქიდან, რათა უკრაინულ ჯარს მუშაობა გაუადვილონ და შეტევის განხორციელება. რეგიონის დატოვება მხოლოდ ყირიმის მიმართულებით არის შესაძლებელი, სადაც რუსული ჯარი ფილტრაციას ახდენს. ოლქის მეთაურმა მოქალაქეებს უთხრა, რომ ისინი არ ჩაითვლებიან მოღალატეებად, თუ რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადავლენ, რადგან ახლა მთავარი მათი ფიზიკური გადარჩენა და ხერსონის გათავისუფლებაა.