ხერსონში, თავისუფლების მოედანზე, უკრაინის მხარდამჭერი აქცია ოკუპანტებმა დაარბიეს. მათ ცეცხლი გახსნეს და ხმოვანი ყუმბარები ისროლეს – არიან დაჭრილები.
გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ხალხი ძეგლთან მიახლოებას ცდილობდა, რა დროსაც რუსმა სამხედროებმა სროლა დაიწყეს.
ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია გარდაცვლილებისა და დაჭრილების ზუსტი რაოდენობის შესახებ.
https://www.facebook.com/kavkasiatv/videos/1957117288009264