ხერსონში ოკუპანტებმა აქციის მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნეს (ვიდეო)

ხერსონში, თავისუფლების მოედანზე, უკრაინის მხარდამჭერი აქცია ოკუპანტებმა დაარბიეს. მათ ცეცხლი გახსნეს და ხმოვანი ყუმბარები ისროლეს – არიან დაჭრილები.

გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ხალხი ძეგლთან მიახლოებას ცდილობდა, რა დროსაც რუსმა სამხედროებმა სროლა დაიწყეს.

ჯერჯერობით უცნობია ინფორმაცია გარდაცვლილებისა და დაჭრილების ზუსტი რაოდენობის შესახებ.