ხერსონში რუს სამხედროებს კიდევ ერთი სუსტი წერტილი გაუჩნდათ – დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ადასტურებს უკრაინელი სამხედროების მიერ 1 აგვისტოს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხერსონის ოლქში დაბომბეს რუსეთის სარკინიგზო ეშელონი, რომელსაც საბრძოლო მასალები გადაჰქონდა.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო ამ დარტყმის შემდეგ ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს ხერსონის და ყირიმის დამაკავშირებელი რკინიგზის გამართულად მუშაობას. ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, რკინიგზის შეკეთების შემდეგაც, ეს მონაკვეთი დარჩება რუსი სამხედროებისა და ყირიმიდან მათი მომარაგების მარშრუტის სუსტ ადგილად.